მიხეილ სააკაშვილი - საინტერესოა, რატომ არ უთხრა ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსთაველებს, "დუშკაბინიდან" მიმართვისას, რატომ არ არის დამთავრებული რუსთავ-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი?

საინტერესოა, რატომ არ უთხრა ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსთაველებს, დღეს რუსთავში შეხვედრის დროს, დუშკაბინიდან მიმართვისას, თუ რატომ არ არის დამთავრებული რუსთავ-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი? , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება.

"რატომ არ არის სტუდენტებისთვის მგზავრობა უფასო, საქართველოს მიერ უცხოური სესხებით ნაყიდი ავტობუსებითა თუ მარშუტკებით მგზავრობისას?

რატომ აქვთ ივანიშვილისა და მისი დამქაშების მფლობელობაში არსებული ქარხნების - ცემენტის ქარხნის, აზოტის ქარხნის და მეტალურგიული ქარხნის მუშებს მიზერული ხელფასები?", - წერს პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს