წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენების დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, 20 სექტემბრის 20:00 საათიდან წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.

კერძოდ, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდიდან ვაკის სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება უჩანეიშვილის ქუჩის გამოყენებით.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს