„საქსტატი“ - აგვისტოში იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 0.5%-იანი კლება

2024 წლის აგვისტოში იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 0.5 პროცენტიანი კლება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე 20.4 პროცენტით შემცირდა.

„დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 3.2 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 48.1 პროცენტიანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 11.0 პროცენტიანი კლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს