სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ მომსახურების მწარმოებელთა ფასების 2024 წლის აგვისტოს ინდექსი გამოაქვეყნა

სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ მომსახურების მწარმოებელთა ფასების 2024 წლის აგვისტოს ინდექსი გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.4 პროცენტით;

სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.0 პროცენტით;

მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.1 პროცენტით.

„მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.1 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 26.6 პროცენტით კლება დაფიქსირდა წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 0.8 პროცენტით. ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 3.4 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 14.0 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 1.3 პროცენტით. ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები შემცირდა 23.4 პროცენტით.

სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.8 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 16.5 პროცენტით, ხოლო სადენიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე 0.2 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი შემცირდა 12.0 პროცენტით.

აღნიშნულ პერიოდში სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 21.0 პროცენტით. ამასთან, სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 12.1 პროცენტით, ხოლო უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე 0.4 პროცენტით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე 0.3 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაზრდილია 6.1 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები 6.4 პროცენტით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის