მაკა ბოჭორიშვილი - გრძელდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იმისთვის იყენებენ, რომ არჩევნების შედეგებზე გარკვეული გავლენა მოახდინონ

გრძელდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება - ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იმისთვის იყენებენ, რომ არჩევნების შედეგებზე გარკვეული გავლენა მოახდინონ, - ასეთია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის პოზიცია გამოცემა POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლის თანახმად, ევროკავშირი მზადაა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააუქმოს.

ბოჭორიშვილი აღნიშნულს „სპეკულაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში ამის წინაპირობები არ არსებობს".

„ევროკავშირის მხრიდან რისი მოსმენაც შეიძლებოდა, ყველაფერი ივლისში მოვისმინეთ. ვნახეთ, რომ სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან გარკვეული წინადადებები იყო მომზადებული. ასევე ევროკავშირის საბჭოს საკმაოდ კრიტიკული დასკვნა ვნახეთ, სადაც მსგავსი საკითხი ასახული არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ისეთი საკითხია, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, თუმცა გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იმისთვის იყენებენ, რომ გარკვეული გავლენები მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. იყენებენ იმისთვის, რომ შანტაჟის ენით დაელაპარაკონ ქართველ ხალხს და გავლენა მოახდინონ მათ გადაწყვეტილებებზე არჩევნების პროცესში. ამ თემით სპეკულირებას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან შეუძლებელია, წინასწარ საუბრობდე არჩევნების დარღვევებზე, მაშინ, როცა არჩევნები წინაა. საქართველოში არჩევნების ჩატარების გამოცდილება არის და მსგავსი დრამატული შეფასებების გაკეთების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

19 სექტემბერს, POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა", თუ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, "ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციურად დროებით შეჩერების ჩათვლით".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა