ბათუმს დამატებით 25 ერთეული, „EURO-6“ ტიპის, 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ახალი ავტობუსები წარადგინა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „EURO-6” ტიპის ავტობუსებზე 70 მძღოლი დასაქმდება. ავტობუსით 100 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

„ამ ეტაპზე შემოსულია 10 ერთეული ავტობუსი, ხოლო 15 ერთეული ,,EURO-6” ტიპის ავტობუსით ავტოპარკის განახლება თვის ბოლომდე, ეტაპობრივად განხორციელდება.

2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია. აგვისტოში ბათუმის ავტოპარკს 100 ერთეული მიკროავტობუსი შეემატა, რომელიც ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას ემსახურება.

გაზრდილი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, ახალი ავტობუსები სარფისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს, ხოლო ამ მიმართულებებზე მოძრავი ავტობუსები საჭიროებისამებრ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება. ასევე, დამატებით შეიქმნება ახალი მარშრუტი, რომელიც თამარის დასახლებას მოემსახურება“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა