21 სექტემბერს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღე აღინიშნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ქალაქ თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბაზაზე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებსა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებს იუბილე მიულოცა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, ტერიტორიული რეზერვი ეროვნული გვარდიის პრიორიტეტული მიმართულებაა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სიტყვით გამოსვლისას, ეროვნულ გვარდიაში განხორციელებულ რეფორმებსა და სარეზერვო სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაც გაიმართა. მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ღუღუნიშვილმა ბრიგადის ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს ქვედანაყოფის დროშა საზეიმოდ გადასცა. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიგადის ყოფილ მეთაურს უმწიკვლო სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალდანიშნულ ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს წარმატება უსურვა.

საზეიმო ცერემონიალზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებით, მადლობის სიგელებითა და უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ დააჯილდოვეს. ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების ოფიციალური წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა