„თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის 100 თანამშრომელი დაჯილდოვდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის 100 თანამშრომელს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ თანამშრომლები მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა. დავით ფაჩულიამ ახალი სპეცტექნიკაც დაათვალიერა.

„დღეს ჩვენი კომპანიის დაარსების დღეა. 17 წელია, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში დაუღალავად ემსახურებიან დედაქალაქს. თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენს მუნიციპალურ კომპანიაში დასუფთავების, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნების, პოლიგონებისა და სხვა მიმართულებით ასობით ადამიანი მუშაობს, რომლებსაც ღამის განმავლობაშიც უწევთ სამუშაოს შესრულება, იმისათვის, რომ ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ქალაქისთვის“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

კომპანიის ავტოპარკს კიდევ 11 ერთეული სპეცმანქანა შეემატა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის გამოიყენება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა