თორნიკე რიჟვაძემ უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაბადებული ბავშვები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაბადებული ბავშვები მოინახულა.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში 28 ახალშობილი დაიბადა და ამჟამად 11 წყვილი შვილს ელოდება.

„ალექსანდრე 28-ე ბავშვია, რომელიც უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაიბადა. ძალიან მიხარია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში არა ერთი წყვილი გავახარეთ, დავეხმარეთ მათ, რომ მშობლები გამხდარიყვნენ და მათი ოცნება ასრულებულიყო. მომავალშიც გავაგრძელებთ ყველას მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ გავა წლები, გავა დრო და ყველანი სიამაყით ვიტყვით, რომ მოკრძალებული წვლილი გვაქვს შეტანილი როგორც ადამიანების ცხოვრების რადიკალურად შეცვლაში, ასევე დემოგრაფიის გაუმჯობესებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2024 წელს გაიზარდა პროგრამის „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა" ბიუჯეტი და გაფართოვდა მოსარგებლეთა წრე. პროგრამით სარგებლობა შეუძლია 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს.

პროგრამა 2022 წელს დაინერგა და მისი მიზანი უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესება იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა