გიორგი ვაშაძე - სააკაშვილმა უსწრაფესად აგვაშენებინა იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ლოპოტა, ილიას ტბა - ეს არის ხედვა და სამშობლოს სიყვარული

პირველად რომ ვთქვით, ლოპოტა ტურისტული ცენტრი იქნებოდა, ხალხმა სიცილი დაიწყო, რა უნდა ლოპოტაზე ტურისტულ სივრცესო. ახლა, ლოპოტა რა არის? - ეს არის ხედვა და სამშობლოს სიყვარული”, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ყვარელში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს კახეთში ხალხისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა, ხოლო “ოცნება” მხოლოდ სასახლეების მშენებლობითაა დაკავებული:

„სააკაშვილის ამბავი ვახსენეთ და ახლა, სადაც ვდგავართ, „ყვარლის ტბა“, იუსტიციის სასწავლო ცენტრი უსწრაფესად აგვაშენებინა. ლოპოტაა აქედან რამდენიმე კილომეტრში და პირველად რომ ვთქვით, ტურისტული ცენტრი იქნებოდა, ხალხმა სიცილი დაიწყო, რა უნდა ლოპოტაზე ტურისტულ სივრცესო. ჩავიდეთ ახლა, ლოპოტა რა არის? ეს არის ხედვა და სამშობლოს სიყვარული, მაგრამ მათ უნდათ, რომ მარტო მთა გადაჭრა, თავიანთთვის სასახლე აიშენონ და ღარიბმა ადამიანებმა მათ მდიდრულ სასახლეებს უყურონ, ამას ჩვენ არ შევეგუებით არც ერთ შემთხვევაში.

ამიტომაც იმ 14 მილიარდში, რომელიც მოგვაქვს, გათვალისწინებულია 120 მილიონი მარტო მევენახეობისთვის, იგივე სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე მინიმუმ მილიონი ევრო მოდის, მარტო ვაზზე ხომ არ არის? კახეთში მეხორბლეობაცაა განვითარებული, როგორ შეიძლება ხორბლის მოსავალი ულპებოდეს ადამიანს, როცა პურის დეფიციტია მსოფლიოში, მაგრამ მათ აქვთ მონოპოლიები, მათ ყველაფერი, ხალხს არაფერი. სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მოვითმინოთ? აუცილებლად დიდი გამარჯვება იქნება 26 ოქტომბერს, კახეთში გვყავს ძალიან მაგარი გუნდი, ბოტკოველი, ბეჟაშვილი, ცისკარიშვილი, თქვენ ყველა, ვინც აქ ხართ, თქვენ ხართ საქართველოს ნამუსი და სინდისი, თქვენ რომ არ იყოთ საქართველო ფეხზე არ იქნებოდა, თქვენ რომ არ იყოთ, ახლა აქ იქნებოდა რუსეთი, თქვენ რომ არ იბრძოდეთ, საქართველო ევრაზიულ კავშირში იქნებოდა გაწევრიანებული”, -განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა