საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი პენალტების სერიით დასრულდა - „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომლის ძირითადი დროც 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა.

შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებს პირველი გოლით უპირატესობა გიორგი დემეტრაძემ მოუტანა.

მატჩის მეორე ნახევარში, ანგარიში “მილანის” ფეხბურთელმა, მარკო ბორიელომ გაათანაბრა.

ამის შემდეგ საქართველო კვლავ დაწინაურდა დავით სირაძის გოლით, თუმცა საბოლოოდ ანგარიში “მილანის” ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფისმა გაათანაბრა.

ცნობისთვის, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ამხანაგურ შეხვედრაში „მილანის" ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, კახა კალაძემ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი ქინქლაძემმ, შოთა არველაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სხვებმა ითამაშეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს