აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მე-3 დღეა შიმშილობს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მე-3 დღეა, რაც შიმშილობს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ის სადიგოვს ციხეში ხვალ მოინახულებს. ადვოკატის თქმით, შიმშილობის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.

„აფგან სადიგოვს პარასკევს მისი მეუღლე შეხვდა, შიმშილობა შაბათს - 21 სექტემბერს დაიწყო. ხვალ ვაპირებ საპატიმროში შესვლას და მეტ დეტალს გავარკვევ. აღნიშნული შიმშილობის დაწყების მიზეზი არის ის, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა მას საერთაშორისო თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრა. ოფიციალურად, წერილობით დასაბუთებული პასუხი ჩვენთან არ მოსულა, რაღაც ფურცელი მოვიდა აზერბაიჯანულ ენაზე, როგორც აგვიხსნეს, იქ წერია, რომ მას უარი ეთქვა თავშესაფარზე. მიგრაციის დეპარტამენტის დასაბუთებულ პასუხს ველოდებით, რომ შემდეგ სასამართლოს მივმართოთ“, - განაცხადა ნოზაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა