სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, თენგიზ შარმანაშვილსა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

„თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თავდაცვის კოდექსის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ბაზაზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს, მიზანში სროლაში საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს და სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად ისადილეს.

საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა