ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ისრაელს ომი თქვენთან არ აქვს. ეს ომი „ჰეზბოლასთან“ არის. დიდი ხანია, რაც „ჰეზბოლა“ ფარად გიყენებთ. მან რაკეტები თქვენს საცხოვრებელ ოთახებში განათავსა. ეს რაკეტები კი პირდაპირ ჩვენი ქალაქებისკენ და ჩვენი მოქალაქეებისკენ არის მიმართული. „ჰეზბოლას“ დარტყმებისგან ჩვენი ხალხის დასაცავად, ეს იარაღი უნდა გავანადგუროთ,- აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ ევაკუირებული ლიბანის მოსახლეობა სახლებში დაბრუნებას შეძლებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები დღეს დილიდან გაფრთხილებთ, რომ საფრთხეს განერიდოთ. მოგიწოდებთ, რომ ამ გაფრთხილებას სერიოზულად მოეკიდოთ. როგორც კი ჩვენი ოპერაცია დასრულდება, თქვენს სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებთ“, - აღნიშნავს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი