აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძემ ლევან მგალობლიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თორნიკე რიჟვაძემ და ლევან მგალობლიშვილმა ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს.

შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან - ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და განათლების მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, ხოლო აფხაზეთის მთავრობის მხრიდან, ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, კულტურის და განათლების მინისტრი დავით მორგოშია, იუსტიციის მინისტრი, გიორგი ძიგუა ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს