ანა ნაცვლიშვილი - ყველას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ნათლად აქვს დანახული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რიგითი არჩევნები არ არის და სასწორზე საქართველოს ბედი დევს

ყველას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ნათლად აქვს დანახული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რიგითი არჩევნები არ არის და სასწორზე ახლა საქართველოს ბედი დევს, - ეს განცხადება “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობას არჩევნების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი ადასტურებს.

“ყველას ესმის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის არის გზაგასაყარი რუსეთსა და ევროპას შორის, ავტოკრატიასა და თავისუფალ ქვეყანას შორის, იზოლაციაში მყოფ ქვეყანასა და ძლიერ საქართველოს შორის.

ჩვენ ყველა ფაქტსა და ტენდენციაზე დასაბუთებულად ვისაუბრეთ - ვისაუბრეთ, რომ ხელისუფლება არ ერიდება არც კანონის დარღვევას, არც ძალადობას, რადგან საზოგადოებაში ნდობა და მხარდაჭერა დაკარგული აქვს. რამდენი მანიპულაციაც არ უნდა გამოიყენოს “ოცნებამ“, როგორც არ უნდა სცადოს კანონების ბოროტად გამოყენება, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, როცა მას საზოგადოების ნდობა და მანდატი დაკარგული აქვს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ.

ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე იმყოფებიან დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, ჰერმან საბო, თეონა აქუბარდია, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე. საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, საუბარი შეეხებოდა საარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, ფიზიკურ ძალადობას, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მხრივ არსებულ პრობლემებს და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო კლიმატს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია