დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს

ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს გარკვეულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს. ეს სიგნალია, რომელიც ქვეყნებს იმ შედეგების შესახებ აფრთხილებს, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმაში, სხვადასხვა საშუალებებით და არა აუცილებლად ბირთვული საშუალებებით, მონაწილეობას მიიღებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული პოტენციალისა და მისი შემაკავებელი როლის შესახებ მთელმა მსოფლიომ კარგად იცის.

შეგახსენებთ, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და ბელარუსს „კრიტიკული საფრთხე“ მოწინააღმდეგის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც შეექმნებათ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო