ბერდია სიჭინავას განცხადებით, მიხეილ დაუშვილი პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიაში მისივე გადაწყვეტილებით არ არის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მიხეილ დაუშვილი საარჩევნო სიაში მისივე გადაწყვეტილებით არ არის. ამის შესახებ ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს ცესკოსთანაც განუცხადა, სადაც პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სია დაარეგისტრირა.

როგორც ბერდია სიჭინავამ განაცხადა, წარმოდგენილ სიაში ახალგაზრდა ადამიანების სიმრავლეა.

„სია მაქსიმალურად მერიტოკრატიული პრინციპებით შეირჩა. ჩვენს სიაში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და ქალბატონები, რადგან ქალთა გაძლიერების თვალსაზრისით ჩვენი პარტია ამ წლების განმავლობაში აქტიურ ნაბიჯებს დგამდა. ვფიქრობთ გენდერული ბალანსიც დაცულია.

ვფიქრობ, რომ მოცემულობა ძალიან მარტივია, ბოლო წლების განმავლობაში "ოცნება" სრულად ასცდა იმ ფასეულობებს, რითაც ხელისუფლებაში მოვიდა",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს