ლევან ბეჟაშვილი - პარტიულ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ადრე არ იკავებდნენ რაიმე მაღალ საჯარო თანამდებობებს - ეს არის გამარჯვების სია

"ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოში 155 -კაციანი პარტიული საპარლამენტო სია წარადგინა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, სიაში უმეტესად ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ადრე რაიმე მაღალ საჯარო თანამდებობას არ იკავებდნენ.

"ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოში 155 კაციანი პარტიული სია წარადგინა. ამ სიაში არის პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავასა და დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ხედვა პარლამენტზე და ზოგადად ხელისუფლებაზე. პარტიულ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ადრე არ იკავებდნენ რაიმე მაღალ საჯარო თანამდებობებს, ამ სიაში ბევრ ახალგაზრდას ვნახავთ, რომელიც თაობათა ცვლის პროცესზე მეტყველებს. ეს სია არის გამარჯვების, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომავალი პერსპექტივები. პარტიულ სიაში არის 155 კანდიდატი.

პირველი ხუთეულში არიან: თინა ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე, სოფო ჯაფარიძე, კობა ნაყოფია და გია ჯაფარიძე", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა