ენტონი ბლინკენი - ვლადიმერ პუტინის განცხადებები რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით სრულიად უპასუხისმგებლოა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით სრულიად უპასუხისმგებლოა.

„მსოფლიოში ბევრი საუბრობს ამაზე, როდესაც ის ბირთვულ იარაღს აჟღარუნებს, მათ შორის წარსულში ჩინეთში. ამის გაკეთება ახლა, როცა მსოფლიო შეიკრიბა ნიუ-იორკში, მათ შორის მეტი განიარაღების, გაუვრცელებლობის აუცილებლობაზე საუბრისთვის, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდად ითამაშებს მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორი დღის წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევებს ეხება. მისი განმარტებით, არაბირთვული სახელმწიფოს მიერ თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ან ეხმარებიან ბირთვული სახელმწიფოები, რუსეთზე ერთობლივ თავდასხმად განიხილება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები