ბოლნისში, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა და ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროსის მოადგილესთან, მევლუდ ბარლიანთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწიათ.

,,დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ზუსტად 31 წლის წინ, 13 თვიან ომს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება და აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკარგვა მოჰყვა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3 გმირულად დაიღუპა, 13 კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ეს ადამიანები ჩვენი დროის გმირები არიან და რა თქმა უნდა, ამ მეომრების თავდადებას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. დღეს, სწორედ მათ მივაგებთ პატივს და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ამ გმირების თავდადება მომავალ თაობებსაც გადავცეთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის