ნანა ტოხვაძე - უსამართლობის თესვა ბუმერანგივით დაუბრუნდა ამილახვარს -  მთავარია, რომ 26 ოქტომბრიდან პროდასავლური ხელისუფლება გადაიბარებს განათლების ბედს

რა არ იკადრა, რას არ მოაწერა ხელი. ვაკის პარკია ტრაგედიიდან დაწყებული „რუსული კანონის“ მხარდაჭერის მედროშეობის ჩათვლით, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომას.

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პროდასავლური ხელისუფლება განათლების სისტემას ევროპულ სტანდარტებს დაუკავშირებს:

„უსამართლობის თესვა ბუმერანგივით დაუბრუნდა ამილახვარს! რა არ იკადრა, რას არ მოაწერა ხელი. ვაკის პარკია ტრაგედიიდან დაწყებული „რუსული კანონის“ მხარდაჭერის მედროშეობის ჩათვლით. მასწავლებელთა მოტყუება, პოლიტიკური ნიშნით დირექტორების კონკურსის ჩატარება, საბჭოთა მეთოდით სკოლების მართვა, სასკოლო კვების პროგრამის 5 -წლიანი ტყუილი და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. მთავარი ისაა, რომ 26 ოქტომბრიდან პროდასავლური ხელისუფლება გადაიბარებს განათლების ბედს და ევროპული სტანდარტების ხარისხს შესთავაზებს ბაღს, სკოლას, პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა თუ მეცნიერებს”,- განაცხადა ტოხვაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები