მამუკა ხაზარაძე - განათლების მინისტრი გაიქცა - მივმართავ პედაგოგებს, ნუ დაშინდებით!

განათლების მინისტრი გაიქცა, პასუხისმგებლობას გაექცა, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადადგომას.

ხაზარაძე პედაგოგებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ.

„ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებაზე და განათლების სერიოზულ რეფორმაზე დგას, თუმცა, განათლების რეფორმას ვერცერთი პედაგოგი და მასწავლებელი ვერ ჩაატარებს, რომელიც ადმინისტრაციული და პოლიტიკური წნეხის ქვეშაა. მომავალი თაობა არ შეიძლება თავისუფლების გარეშე გაზარდო. თითოეული პედაგოგი თავისუფლების მაგალითი უნდა იყოს. მინდა ყველა პედაგოგს მივმართო, ნუ დაშინდებით! ვერავინ დაგაშინებთ! გამოდით, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია! „ქართულ ოცნებას“ და „რუსულ ოცნებას“ წაგებული აქვს არჩევნები იმიტომ, რომ ისინი ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს არ ემსახურებიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ – N 9 ნებისმიერი პედაგოგის გვერდით ვიქნებით და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, რადგან ეს თავისუფალი ხალხის ქვეყანაა. რაც შეეხება „ილიაუნის“, უნივერსიტეტზე თავდასხმის გამო, სოლიდარობა მინდა პედაგოგებს, მასწავლებლებს და განსაკუთრებით სტუდენტებს გამოვუცხადო. ვერავინ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სამართალი და სიმართლე არის იმ მხარეს, სადაც არის ძლიერი საქართველო და, სადაც არის ის პერსპექტივა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად უნდა გახდეს იმ დიდი გაერთიანების ნაწილი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია“, - განაცხადა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს