მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია - ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, თელავში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

მამუკა მდინარაძემ ილია ჭავჭავაძის ანდერძად დატოვებული სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, მხოლოდ ამ ღირსებით შეიძლება მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც.

„მოგესალმებით მეგობრებო, კახელებო მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით. გილოცავთ ალავერდობას. მივესალმები დავით სონღულაშვილს კიდევ ერთხელ, ბატონ ირაკლის, რომლებიც თქვენი წარმომადგენლები იქნებიან საქართველოს პარლამენტში. ამ გასაოცარი კუთხის, კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია. მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით და ჩვენ ყველას ერთად ძალიან ხმამაღლა, გამოთქმით და ხაზგასმით, გამოკვეთილად ბევრჯერ გვექნებოდა გასამეორებელი, უდიდესი კახელი, ქართველი კაცის, ილია ჭავჭავაძის სიტყვები, როგორც ქართველი ერის დოქტრინა. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ საკუთარი ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს ანდერძად ქცეული სიტყვები, ფასეულობები და მათ უზრუნველსაყოფად საკუთარი ქვეყნის ღირსება და მხოლოდ ამ ღირსებით მოვახდინოთ მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის