რუსეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრს“ ალექსანდრ ანქვაბს ე.წ. გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მიშუსტინის თქმით, „ქვეყნებს“ შორის სხვადასხვა სფეროში მეგობრული და მოკავშირე ურთიერთობები ვითარდება, რაც აკმაყოფილებს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის გრძელვადიან ინტერესებს.

„მინდა გამოვხატო კმაყოფილება რუსეთ-აფხაზური მეგობრული და მოკავშირეობრივი ურთიერთობების განმტკიცების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ სამთავრობო ხაზების მეშვეობით აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას და პერსპექტიული პროგრამებისა და ინიციატივების წინსვლას. ეს სრულად პასუხობს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის გრძელვადიან ინტერესებს“, - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დღეს „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს