იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა საჩხერესა და ჭიათურაში პროექტების მონიტორინგი განახორციელა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა საჩხერესა და ჭიათურაში, გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა და პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, როგორც მიმდინარე ასევე, დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩიხაში მიმდინარეობს საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოები.

„პროექტის ფარგლებში მდინარე ყვირილაზე მოეწყობა ერთი მასშტაბური საავტომობილო ხიდი, რომლის დასრულების შემდეგ განიტვირთება ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე ჩიხისა და ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების (13 სოფელი) მაცხოვრებლები ისარგებლებენ უმოკლესი გზით.

აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 835 480 ლარით არის დაფინანსებული.

ასევე, ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს ჭიათურაში. რკინიგზის სადგურის მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დააკავშირებს იაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ლითონის კონსტრუქცია, მინის გადახურვითა და მინის მოაჯირებით, დამონტაჟდება დეკორატიული სანათები.

სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საჩხერესა და ჭიათურაში არაერთი პროექტი ხორციელდება. საჩხერეში, აქტიურ ფაზაშია მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის სამშენებლო პროცესი. სპორტული კომპლექსი სრულად განახლდება და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ შენობიდან თბოდანაკარგების შემცირების მიზნით, პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს, გათბობის, ვენტილაციის და განათების სისტემების ენერგოდამზოგებს, გადახურვის და კედლის თბოიზოლაციას.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა ჭიათურაში, ღია საცურაო აუზისა და სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. პროექტით გათვალისწინებულია 2 აუზის მშენებლობა, ასევე ადმინისტრაციული შენობის, პარკინგის, ბილიკების მოწყობა, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების და ძელსკამების დამონტაჟება.

ჭიათურას, მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით კიდევ, ერთი რეკრეაციული სივრცეც დაემატა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს