უზბეკეთის ტურიზმის მინისტრი - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში , - ამის შესახებ უზბეკეთის ტურიზმის, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, აზიზ აბდუხაკიმოვმა საქართველოში გამართული მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურით, მდიდარი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობითა და სამზარეულოთი.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შევიკრიბეთ ულამაზეს ქალაქ თბილისში. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მასპინძლობისთვის. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ლოჯისტიკას, უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, მთავარი პუნქტი იყო ტურიზმი და მშვიდობა. ვიმსჯელეთ ჩვენს სამომავლო კავშირზე, ვიზის ახალ სტანდარტზე, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმი გახდეს უფრო ხელმისაწვდომი. საქართველო გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურით, მდიდარი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობითა და სამზარეულოთი, თუ ჩვენ ამ ყველა კომპონენტს გავაერთიანებთ, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში“,- განაცხადა აზიზ აბდუხაკიმოვმა.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება საქართველოში პირველად გაიმართა. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა