ისრაელში ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელსაც 7 ადამიანის, მათ შორის საქართველოს მოქალაქის, სიცოცხლე ემსხვერპლა პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო

იაფაში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ამის შესახებ განცხადებას თავად ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს.

მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, “ჰამასის” წევრები იყვნენ.

ცნობისთვის, ქალაქ იაფაში გუნშინდელ ტერორისტულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან - საქართველოს მოქალაქე ილია ნოზაძე, ასევე, რევიტალ ბრონშტეინი, შაჰარ გოლდმანი, ინბარ სეგევ ვიგდერი, ნადია სოკოლენკო და იონას ქროსისი.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს