ნინო თანდილაშვილი - ევროპის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ტყეების უკეთესად მართვას და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ქალაქ ბონში, „ევროპის ტყეების“ (Forest Europe) რიგით მე-9 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტერიალის მონაწილეებმა ხელი ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერეს: ბონის მინისტერიალის დეკლარაციასა (Bonn Ministerial Declaration) და ბონის მინისტერიალის გადაწყვეტილებას (Bonn Decision).

აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერით „ევროპის ტყეების“ მონაწილე მხარეები დეკლარირებულად თანხმდებიან ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაზე როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

„ევროპის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც ტყეების უკეთესად მართვას და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას ისახავს მიზნად. მინისტერიალზე საქართველოს მიერ ბოლო წლებში ტყის სექტორში გატარებული რეფორმები დადებითად შეფასდა, რომელიც, ტყის კოდექსის მიღებასთან ერთად, მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს, რაც საქართველოს ტყეების უკეთესად დაცვას, მოვლას და ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას ემსახურება. მინისტერიალზე ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელიც გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. სატყეო სექტორში გატარებული რეფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის გარემოსდაცვითი, მათ შორის, სატყეო სექტორში მოქმედი სტანდარტების დასანერგად“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მათივე ცნობით, მინისტერიალზე ხელმოწერილ დეკლარაციისა და გადაწყვეტილების დოკუმენტებში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ტყის რესურსების დივერსიფიკაცია, ფინანსური რესურსების მობილიზაციის საჭიროება, სატყეო განათლება და სექტორის პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლება, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და სატყეო საქმიანობაში მიმდინარე პროცესების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინტენსიური ინფორმირება.

ინფორმაციისთვის, „ევროპის ტყეები“ წარმოადგენს მაღალი დონის პოლიტიკურ პროცესს ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, რომელიც შეიქმნა 1990 წელს. მისი წევრი 46 ქვეყნის და ევროკავშირის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საკუთარ ტერიტორიაზე ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად ავითარებენ საერთო ხედვებსა და სტრატეგიებს. საქართველო „ევროპის ტყეების“ წევრი 2003 წელს გახდა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მინისტერიალი იმართება 4-5 წელიწადში ერთხელ. წლევანდელი მინისტერიალის თავმჯდომარე ქვეყანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. მომავალ ,,ევროპის ტყეების'' მინისტერიალს თავმჯდომარეობას შვედეთი გაუწევს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა