იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგები შეაჯამა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტის შედეგები შეაჯამა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები კანონშემოქმედებით პროცესში ნორმატიული აქტების დასაბუთების სტანდარტის შესახებ. პროექტის ავტორებმა შეისწავლეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა კანონპროექტების განმარტებითი ბარათის დასაბუთების ფორმების და მექანიზმების შესახებ და წარმოადგინეს კვლევა.

„პროექტის მიზანია საქართველოში საკანონმდებლო პროცესის კიდევ მეტად სრულყოფა და განმარტებითი ბარათის სტანდარტის დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასთან. რეკომენდაციებზე იმუშავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა და პროფესორმა ნანა ჭიღლაძემ.

საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაციას კვლევის ავტორებთან ერთად სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა