თბილისის საკრებულოში ღონისძიება სახელწოდებით -  „ქალთა იშვიათი პროფესიები“  გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივითღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით - „ქალთა იშვიათი პროფესიები“ - გენდერული ბარიერების გარეშე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში დაიგეგმა. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდა ამავე პროგრამის განმახორციელებელი ოთხი პროფესიული სასწავლებელი: კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“; კოლეჯი „მერმისი“; კოლეჯი „სპექტრი“; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

„მოხარული ვარ ვუმასპინძლოთ თბილისის საკრებულოში ქალბატონებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ და დღევანდელ ღონისძიებას უკვე ესწრებიან როგორც იშვიათი პროფესიის წარმომადგენლები. მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს „ქალთა იშვიათი პროფესიების“ არჩევანის წახალისებას და ამ პროფესიების პოპულარიზაციას. ამის დასტურია თქვენი აქ ყოფნა, იმ ქალბატონების, რომელთაც შეძლეს პროფესიულ განათლებასა და კარიერულ განვითარებაში გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თინათინ ნიბლოშვილმა გენდერული თანასწორობის პრინციპებზე ისაუბრა.

„გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა ეფუძნება გენდერული თანასწორობის პრინციპებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მომავალი, როდესაც პროფესიები განისაზღვრება ინდივიდის უნარებითა და საქმის სიყვარულით და არა სქესით. დარწმუნებული ვარ, თქვენ მიერ შეძენილმა უნარებმა და ცოდნამ შეიძლება მოიტანოს ინოვაციური სიახლეები და ცვლილებები, რომლებიც სარგებელს მოუტანს მთლიანად საზოგადოებას. ეს არის თქვენი შანსი, იყოთ პროგრესის სათავეში“, - განაცხადა ნიბლოშვილმა.

დასასრულს კურსდამთავრებულებს გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით მხარდაჭერის სიმბოლური ბარათები გადაეცათ.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა