აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელის წინააღმდეგ ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაცია სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური იყო - ისრაელი „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის შეტევას ისრაელზე სრულიად კანონიერი იყო.

BBC-ის ინფორმაციით, თეირანის იმამ ხომეინი მოსალას მეჩეთში ქადაგებისას აიათოლა ალი ხამენეიმ ხაზი გაუსვა, რომ რაც ირანმა გააკეთა „მინიმალური სასჯელი“ იყო ისრაელისთვის იმ „გასაოცარი დანაშაულებისთვის“, რაც მან ჩაიდინა.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაცია რამდენიმე ღამის წინ იყო სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ირანის უზენაესმა ლიდერმა ისრაელს „ვამპირის“ რეჟიმი უწოდა, აშშ-ს კი „ცოფიანი ძაღლი“ რეგიონში. მისი თქმით, ირანი არ იყოყმანებს და არ გააჭიანურებს ქმედებებს, როდესაც საქმე ისრაელს შეეხება.

„ირანის მტერი ისაა, ვინც პალესტინის სახელმწიფოს, ლიბანისა და სხვა მუსლიმური ერების მტერია“, - აღნიშნა ხამენეიმ.

ამასთან, მისი თქმით, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა „ლეგიტიმური ქმედება“ იყო.

„პალესტინელ ხალხს აქვს კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი თავი. წინ აღუდგეს დამნაშავეებს - საოკუპაციო ძალებს. არ არსებობს არც ერთი სასამართლო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია დაადანაშაულოს პალესტინელი ხალხი სამშობლოს დაცვაში“, - განაცხადა ხამენეიმ.

ამასთან, მისი მტკიცებით, ისრაელს არ შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს „ჰეზბოლას“ან „ჰამასს“.

BBC-ი წერს, რომ ხამენეიმ პარასკევის ლოცვა ბოლოს 2020 წელს ჩაატარა, როდესაც ყუდსის ძალების მეთაური, გენერალ ყასიმ სულეიმანი ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა