მარგუს ცაჰკნა - პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის მთავრობა ჯერჯერობით არ ემზადება

პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის მთავრობა ჯერჯერობით არ ემზადება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციებია. საერთაშორისო სამართლის თანახმად ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის ჯერჯერობით არ ემზადება.

„აქამდე ჯერ კიდევ შორს არის. ეს სრულიად სხვა განსახილველი საკითხია“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს