თინა ბოკუჩავა - „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება - გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება. გასაგებია, რა არის მათი მიზანი - მოსახლეობის დაშინება, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, ქართველ ხალხს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ეს გადაწყვეტილება ევროპული არჩევანია.

„ამერიკელების მიერ სანქცირებული, „ხარებად“ წოდებული ზვიად ხარაზიშვილი, გლობალური „მაგნიტსკის აქტის“ ქვეშ არის სანქცირებული, რაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ითვალისწინებს. ანუ, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს დავალება წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის. გასაგებია, რა არის მათი მიზანი - მოსახლეობის დაშინება, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერც ამერიკელების მიერ სანქცირებული ხარებას გამოყენებით და ვერც გომელაურის სხვა ხელქვეითებით შექმნილი ზონდერ ბრიგადების გამოყენებით ვერ შეაშინებს. ქართველ ხალხს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ეს არის ევროპული არჩევანი, არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის, უარი სიღატაკეზე, იზოლაციაზე, რაც ბიძინა ივანიშვილს მოაქვს”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს