შს მინისტრის მოადგილე NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას უმასპინძლა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რელევანტური საკითხები.

„ალექსანდრე დარახველიძემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდსა და საარჩევნო პროცესებში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიისა და უშუალოდ არჩევნების დღის მიმდინარეობისას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მნიშვნელობას და ამ კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჩართულობასა და უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობას. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე.

მინისტრის მოადგილემ სადამკვირვებლო მისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა; არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება; საზოგადოების პროაქტიულად ინფორმირება და სხვ.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრის მოადგილემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მოახლოებული არჩევნების მშვიდ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების იმედი გამოთქვა“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა