„საქსტატი“ - თბილისობის დღესასწაულზე მისულ სტუმრებს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების საშულება მიეცათ

თბილისობის დღესასწაულზე მისულ სტუმრებს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების საშულება მიეცათ.

„საქსტატის“ ინფორმაციით, რიყის ტერიტორიაზე მოწყობილ საქსტატის სტენდთან ასობით ადამიანმა შეძლო აღწერის ჩატარების თარიღის, მისი მიზნებისა და ამოცანების, ასევე მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა თუ კითხვარის შინაარსის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება.

“5 და 6 ოქტომბერს საქსტატის წარმომადგენლებმა, რიყეზე მოქალაქეებთან არა ერთი შეხვედრა გამართეს. ასევე, საინფორმაციო ბუკლეტები, ბრენდირებული მაისურები და ქუდები დაარიგეს.

6 ოქტომბერს კი სტენდთან მისულ მოქალაქეებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ეგებებოდა და აღწერის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თავადაც აწვდიდა. გოგიტა თოდრძემ აღწერის ფარგლებში არსებული დასაქმების შესაძლებლობის შესახებაც ისაუბრა და თბილისობის სტუმართა არა ერთ კითხვაზე გასცა პასუხი.

მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ - მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის და მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ტარდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა