თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის ამოცანაა, რუსული პროპაგანდის ტირაჟირება, ყალბი შიშის დანერგვა ცრუ ნარატივებით და შიშზე დაფუძნებული კამპანიით ხელისუფლების შენარჩუნება

მივესალმები კრიტიკული მედიის გადაწყვეტილებას, რომ იყოს პრინციპული ეროვნული ინტერესების დაცვაში და რომ კრიტიკული ტელევიზიები უარს ამბობენ მოახდინონ რუსული პროპაგანდის ტირაჟირება, - ასე შეაფასა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ზოგიერთი ტელევიზიის გადაწყვეტილება, რომლებიც უარს აცხადებენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

მისი თქმით, მოხარულია, რომ „კრიტიკული ტელევიზიები არ გახდნენ ივანიშვილის რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტები“.

„სწორედ ივანიშვილის ამოცანაა რუსული პროპაგანდის ტირაჟირება, ყალბი შიშის დანერგვა ცრუ ნარატივებით და შემდეგ შიშზე დაფუძნებული კამპანიით ხელისუფლების შენარჩუნება. მოხარული ვარ, რომ კრიტიკული ტელევიზიები არ გახდნენ ივანიშვილის ამ რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტები. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხიც იზიარებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც კრიტიკულმა მედიებმა გამოხატეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“, ტვ „პირველმა და ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი“. ტელევიზიების განცხადების თანახმად, შესაძლო ჯარიმების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას“ და უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა