სოფო ჯაფარიძე - კარდენახში მომხდარი „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო შიშის გამოხატვა

ეს იყო შიშის მორიგი გამოხატვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად, ეშინია ერთიანობის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ სოფელ კარდენახში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე კარგად იცის, როგორი ძლიერები ვართ და ქართველი ხალხის როგორი მხარდაჭერა გვაქვს“.

„ეს იყო შიშის მორიგი გამოხატვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად, ეშინია ერთიანობის. თუ კი ვინმეს ეშინია, ეს არის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“. მათ ყველაზე კარგად იციან როგორი ძლიერები ვართ, ყველაზე კარგად იციან როგორი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის. დღეს, მათ კიდევ ერთხელ დაინახეს, მოვიდნენ და სცადეს ჩვენი შეხვედრის ჩაშლა. უბრალო გამვლელებიც კი გვერდში დაგვიდგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მათი პროვოკაციისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ 26 ოქტომბერს მათ ძალადობას, ამ ზიზღის ენას დაესმება წერტილი. აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს ის ღირსება, რა ღირსებითაც ქართველი ხალხი არის, იყო და იქნება ყოველთვის“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდენახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა