ხატია დეკანოიძე - წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის - არავის ეშინია მათი

წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, რადგან მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება მათი ხელისუფლების მომავლისთვის, - განაცხადა ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის’’ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ სოფელ კარდენახში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, "ეს ქმედებები უშედეგოდ ჩაივლის", რადგან საზოგადოებაში "შიშის დანერგვის მცდელობა ვერ მოახერხებს ოპოზიციის დასუსტებას".

"ძალადობა და ორგანიზებული "ტიტუშკების" მიქსევა ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც მუდმივად ახორციელებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ახლა განსაკუთრებით იციან, რომ 26 ოქტომბერს გადამწყვეტ არჩევნებზე, პრაქტიკულად, მათი ხელისუფლება ჩამოიშლება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ამიტომ ჩვენი თანაპარტიელებზე თავდასხმა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ რაღაც ოდნავი შიში შეიტანონ ადამიანებში, თუმცა, რა თქმა უნდა, არავის ეშინია მათი.

განსაკუთრებით მინდა, გავაფრთხილო "ქართული ოცნების" ზუსტად ეს ზონდერ-ჯგუფები, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ყველა სისხლის სამართლის დარღვევაზე და სხვა მიმართულებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებთან მივარდნა და ოპოზიციური პარტიების დაშინების მცდელობა არ გამოუვათ და ამას არ ექნება არავითარი პოზიტიური შედეგი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ. ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს