ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენშტაბის უფროსი და ვიცე-პრემიერი აშშ-ში გამარჯვების გეგმის შესახებ სასაუბროდ გაგზავნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანატოლი ბარგილევიჩი და ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა ვაშინგტონში იმყოფებიან, რათა პარტნიორებთან ერთად გამარჯვების გეგმის დეტალები განიხილონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მე ასევე ვესაუბრე მთავარსარდალ სირსკის, იყო მოხსენება პოკროვსკის მიმართულებაზე. მთავარსარდალი, სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მომავალ კვირას ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმუშავებს გამარჯვების გეგმის დეტალებზე - გეგმის სამხედრო პუნქტებსა და სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე. ვაშინგტონში გავაგზავნე ჩვენი წარმომადგენლები - გენერალური შტაბის უფროსი ბარგილევიჩი და ვიცე-პრემიერი სტეფანიშინა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ზელენსკიმ გამარჯვების გეგმა წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე