კათოლიკეები სავარდის ღვთისმშობლის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ

კათოლიკეები დღეს რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დღეს ზეიმობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„სავარდის დღესასწაულის დაწესება ლეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის, რომელიც საღვთო ლიგის გამარჯვებით დასრულდა. გადმოცემის თანახმად, პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოუწოდა, ხოლო გამარჯვების შემდეგ 7 ოქტომბერი სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულად გამოაცხადა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, მის მრევლს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს