ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღის, 17 ოქტომბრის ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კობა კობალაძემ ვეტერანებთან შეხვედრები უკვე გამართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

შეხვედრებზე, ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავათის გავრცელებაზე საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე,საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე.

კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს კვლავ აგრძელებს და მომდევნო შეხვედრებს შემდეგ ქალაქებში გამართავს:

7 ოქტომბერს, ქ. ახალციხე 16:00 საათზე, შ.ახალციხელის ქუჩა N 2, (გუბერნიის შენობა);

9 ოქტომბერს, ქ. გორი, 16:00 საათზე, მშვიდობის ქუჩა N 12 ა, (გორის კულტურისა და ახალგაზრდობის სახლი -კომბინატის დასახლება);

10 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, 16:00 საათზე, კოსტავას ქუჩა N 20, (რუსთავის მერიის შენობის უკან მუსიკალური სასწავლებლის დარბაზი);

11 ოქტომბერს, ქ. თელავი, 16:00 საათზე, ჭავჭავაძის მოედანი N 5, (მუსიკალური სკოლა);

12 ოქტომბერს, ქ. მცხეთა, 16:00 საათზე, აღმაშენებლის ქუჩა N 77, (ანდრო კანდელაკის ჭიდაობის დარბაზი);

ადგილობრივ ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნულ შეხვედრებს დაესწრონ და სამსახურის დირექტორისგან, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა