მიხეილ სააკაშვილი - „ქოცები“ კიდევ უფრო წყალწაღებულ მდგომარეობაში იმყოფებიან

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე კუნთმაგარმა „ქოცების“ ტიტუშკებმა თავდასხმა მოაწყვეს - ეს თავდასხმები უმწეობის და მათი სრული უპერსპექტივობის განცდის გამოხატულებაა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნება“ იყენებს იმ მეთოდებს, რა მეთოდებსაც 2003 წელს ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე იყენებდნენ.

„გუშინ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე კუნთმაგარმა „ქოცების“ ტიტუშკებმა თავდასხმა მოაწყვეს. ზუსტად იგივეს გვიკეთებდნენ 2003-ში ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე, მაგრამ მათ ამან ვერ უშველა.

ახლანდელი „ქოცები“ კიდევ უფრო წყალწაღებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს თავდასხმები უმწეობის და მათი სრული უპერსპექტივობის განცდის გამოხატულებაა”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს