“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები სვანეთში იმყოფებიან

“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე დღეს სვანეთში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოპოზიციონერმა ლიდერებმა ადგილობრივებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს და საარჩევნო პროგრამის - „ილიას გზა“ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

მანამდე კოალიციის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სოფელ ლენჯერში იმყოფებოდნენ, სადაც იოანე ნათლისმცემლის სახელობის განახლებული ეკლესიის კურთხევას დაესწრნენ.

პირველი პარაკლისი, მერვე საუკუნეში აშენებულ ტაძარში, მამა ბასილმა ჩაატარა. პრესსამსახურის ინფორმაციით, უძველესი ეკლესია, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერით აღადგინეს.

„ერთმა ლენჯერელმა ქალბატონმა გვთხოვა აღდგენა VII-VIII საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის დანგრეული ტაძრის, რომელიც მიწასთან იყო გასწორებული. სანდრო მერლანის და ადგილობრივების აქტიური ჩართულობით, ეს ნატვრა ავუსრულეთ და ტაძარი დღეს უკვე მოქმედია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო