ირაკლი კობახიძე - თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის მეგაპროექტია

მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ - თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მეგაპროექტი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.

„უნდა გამოვყოთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები. დღეისათვის, ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა, მგზავრთნაკადი არის 1 700 000 და მას შემდეგ, რაც გაფართოვდება აეროპორტი, ტერმინალი 5 მლნ-მდე მგზავრს უმასპინძლებს.

რაც შეეხება თბილისს, დაგეგმილია მეგაპროექტი, სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა. თუმცა გვაქვს პროგნოზი და ნაკადები წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ. ახალი აეროპორტი მიიღებს 18 მლნ მგზავრს. ეს არის საკვანძო მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია