„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ოზურგეთში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, დავით დარჩიასთან ერთად, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, "ქართული ოცნების" მიღწევებზე და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„განვაგრძობთ საარჩევნო კამპანიას ოზურგეთში. თანამოქალაქეებს ქვეყნის მომავალზე ვესაუბრეთ და ჩვენი პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გავაცანით. 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, წარმატებული, ევროპული მომავლისთვის!“- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების" გურიის დელეგატმა ვასილ ჩიგოგიძემ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ ოზურგეთში საზოგადოების განწყობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ პოზიტიურია. მჯერა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და 26 ოქტომბერს, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას! მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს