ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ამას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას - რომელ ქვეყანაში გინახავთ არჩევნებამდე ორი კვირით ასეთი უხეში, თავხედური ჩარევა საარჩევნო პროცესებში?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ანტიქართულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში „თავხედური ჩარევაა“.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამავე შინაარსის იყო რეზოლუცია, რომელსაც ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დაუჭირა მხარი, ახლა კი დოკუმენტი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მოამზადეს.

„ეს რეზოლუცია პირველი არ არის და ალბათ, არც ბოლო იქნება. ჩვენ ბევრი ასეთი უსამართლო რეზოლუციის პროექტი თუ რეზოლუცია გვინახავს. გახსოვთ, 2 წლის წინ, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე 1-2 კვირით ადრე მიიღეს ანალოგიური შინაარსის, უსამართლო, სამარცხვინო რეზოლუცია, სადაც ანალოგიური შინაარსის „მესიჯები“ იყო ჩადებული: დაასანქცირეთ ბატონი ივანიშვილი, გამოუშვით სააკაშვილი. კეზერაშვილი მოხსენიებული იყო მედია მენეჯერად და ა.შ.

ეს რეზოლუცია იყო ორი წლის წინ. ახლა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მხარდამჭერი, მფარველი ლობისტები ამზადებენ ანალოგიური შინაარსის, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ რეზოლუციას, რომელიც, რა თქმა უნდა, მორიგი დემონსტრირებაა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედური ჩარევის. მე ამას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ასეთი უხეში, თავხედური ჩარევა ხდება საარჩევნო პროცესებში, მანიპულაცია და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა ხალხზე, ამომრჩეველზე?“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია