სანდრო რაქვიაშვილი - მამუკა მდინარაძეს დაავიწყდა „გირჩი“ იმიტომ, რომ მართლა ერთადერთი და მთავარი კონკურენტი ვართ - ალტერნატივა ნამდვილად არსებობს, თუ ეს „ქოც-ნაცური“ ჩხუბი აღარ მოგწონს, აგერ ვართ ჩვენ

მამუკა მდინარაძეს დაავიწყდა „გირჩი“ იმიტომ, რომ მართლა ერთადერთი და მთავარი კონკურენტი ვართ - ალტერნატივა ნამდვილად არსებობს, თუ ეს „ქოც-ნაცური“ ჩხუბი აღარ მოგწონს, აგერ ვართ ჩვენ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი შეაფასა.

მისი თქმით, ქვეყანაში სულ სამი პარტია გვაქვს - „ნაცები“, „ქოცები“ და "გირჩი“.

მამუკა მდინარაძეს დაავიწყდა "გირჩი". იმიტომ დაავიწყდა, რომ მართლა ერთადერთი და მთავარი კონკურენტი ვართ. შეიძლება არ გვქონდეს 40%-იანი რეიტინგი, მაგრამ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი თუ დაგვინახავს წესიერად და „ქართული ოცნება“ არ იზამს იმას, რომ მაქსიმალურად დაგვბლოკოს სხვადასხვა გზით და არ მიგვიშვას თავის ამომრჩეველთან, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს დაკარგავს და ნაკლებ რეიტინგს მიიღებს. იმავეს აკეთებენ "ნაცები", რომ არ მიგვიშვან თავის ამომრჩეველთან, რადგან შემთხვევით საღი აზრი სადმე არ გამოჩნდეს და დარჩეს ეს „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება. მართლაც ასეა, ქვეყანაში სულ სამი პარტია გვაქვს - „ნაცები“, „ქოცები“ და ჩვენ. დანარჩენები რომ ბოდიალობენ, შეიძლება „ქოცმოღალატეები“ იყვნენ, „ნაცმოღალატეები“, მაგრამ არაფერ შუაში არ არიან, არაფერს ემსახურებიან. იმედია, ქართველი ხალხი სათანადოდ შეაფასებს. ბოლოსდაბოლოს, თუ „ქოცები“: მოგწონს მიეცი ბიძინას ხმა, თუ მიშა გენატრება, მიშას უნდა მისცე, რაღა გვარამიას უნდა მისცე ხმა, მაგრამ თუ ეს „ქოც-ნაცური“ ჩხუბი აღარ მოგწონს, აგერ ვართ ჩვენ. ალტერნატივა ნამდვილად არსებობს და იმედია 10-დან 1 ადამიანი მაინც გაიგებს ამას“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა