ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით წიგნი „კვლევის მეთოდების პრინციპები მედიცინაში“ გამოიცა

ევროპის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტის და მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის, ეკა კოხრეიძის და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასისტენტ-პროფესორ, ბაია კუბლაშვილის წიგნის „კვლევის მეთოდების პრინციპები მედიცინაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ევროპის უნივერსიტეტის ცნობით, პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ გამარჯვებულია და ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცა.

„წიგნის თანაავტორები ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ანნა გვეტაძე და მოწვეული ლექტორები - ნინო მაღრაძე და თამთა კორინთელი არიან, სამეცნიერო რედაქტორი - ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი, ზაზა ავალიანი.

სახელმძღვანელოს მიზანია აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, მათ შორის მეცნიერებს, შესთავაზოს კვლევის მეთოდების ქართულენოვანი სახელმძღვანელო უმაღლესი განათლების საფეხურზე, რომელიც გზას გაუხსნის მედიცინის სტუდენტებს კვლევის მეთოდების საფუძვლიანად შესწავლაში.

აღსანიშნავია, რომ მედიცინის დარგში კვლევის მეთოდების შესახებ ქართულენოვანი სახელმძღვანელო პირველად შეიქმნა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის