იურიდიული დახმარების სამსახურმა თსუ-ში პანელური დისკუსია გამართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პანელური დისკუსია თემაზე "იურისტის პროფესიული განვითარება" გაიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დისკუსიის პანელზე წარმოდგენილმა ექსპერტებმა - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ და თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, გიორგი ჩაკვეტაძემ თავიანთი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იურისტის პროფესიის თავისებურებები, თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილება.

„ასევე, როგორ ავირჩიოთ მიმართულება სამართალში, რა ეტაპები უნდა გაიაროს ახალგაზრდა იურისტმა, რომ შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია, რას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ადვოკატობის მსურველ ახალგაზრდებს, როგორია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, როგორ ერთვებიან ადვოკატები გახმაურებულ საქმეებში, რა ზეწოლას შეიძლება განიცდიდეს საზოგადოებრივი ადვოკატი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ის მძიმე ბრალდებულს იცავს.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, განიხილეს რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომელშიც საზოგადოებრივი ადვოკატები არიან ჩართული, წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები. გადაწყდა, რომ თსუ სტუდენტების მონაწილეობით მომზადდება იმიტირებული სასამართლო პროცესი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს